logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის პატიმრობა პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას ხელს უწყობს
- +

10 თებერვალი. 2022. 21:25

 

 

სააკაშვილის ჩამოსვლის დღიდან დღემდე, არცერთი - არც მოთხოვნა და არც თხოვნა უკრაინის მხრიდან არ გაჟღერებულა მის გადაცემასთან დაკავშირებით და ალბათ, არც იქნება იმის გამო, რომ სააკაშვილი თავის ტკივილია უკრაინელებისთვისაც, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ“ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტს არ აქვს შესაბამისი რესურსი, მის მიმართ კიევი ინტერესსაც არ იჩენს და რომ სააკაშვილის პატიმრობა საქართველოში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას უწყობს ხელს.

„დღეს პოლიტიკური ვითარება არის ბევრად უფრო მშვიდი და ნაკლებად დაძაბული, ვიდრე იყო თუნდაც ამ რამდენიმე თვისა ან თუნდაც ერთი წლის წინ. ამ სიმშვიდის მიზეზი არის რამდენიმე და მათ შორის, მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ სააკაშვილი არის ციხეში და მას რესურსი, ბუნებრივია, აკლდება, სხვადასხვა რესურსზე არის საუბარი, რადგან ის, მათ შორის, იყო „შავი ფულის“ წყარო. სააკაშვილის პატიმრობა ხელს უწყობს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner