სამართლიანობის და მშვიდობის გარეშე, ვერ იქნება ვერც ეკონომიკური განვითარება, ვერც სოციალური პრობლემების მოგვარება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„იმის პარალელურად, რომ პოლიტიკური საკითხები გადავჭერით, რაც იყო ჩვენს წინაშე, არჩევნების წინ თუ მის შემდეგ, მუშაობდა მთავრობა და უზრუნველყო 10,6% ეკონომიკური ზრდა, - ჩვენ ამოვედით იმ მდგომარეობიდან, რაშიც ჩაგვაყენა პანდემიამ და გარკვეული დოზით, გავასწარით კიდეც პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. თუმცა, გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. დღესაც, დაახლოებით 20% ჩვენი მოქალაქეებისა, არის სიღარიბის ზღვარს მიღმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.