ყველამ იცის, რომ არავის უწამებია მიხეილ სააკაშვილი, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება - 10%-იანი შანსია, კომისიას მხარი დაუჭიროს უმრავლესობამ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერის 10%-იანი შანსი არსებობს.
„ყველამ იცის, რომ არავის უწამებია მიხეილ სააკაშვილი. გვქონდა დისკუსია კომისიის შექმნის მხარდაჭერასთან დაკავშირებით უმრავლესობის შიგნით და საბოლოო ჯამში, არ ჩაითვალა მიზანშეწონილად კომისიის შექმნა აბსურდთან დაკავშირებით. ყველამ იცის, რომ არავის არ უწამებია მიხეილ სააკაშვილი, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება.
რა თქმა უნდა, გარკვეული პლუსი შეიძლება ჰქონოდა ამ კომისიის შექმნას იმ კუთხით, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება დადგინდებოდა ყველას მიერ, თუმცა მეორე მხარეა, რომ თავის თავად უკვე ასეთი კომისიის შექმნა რაღაც პოლიტიკური აქტია და არ ჩაითვალა ამ პოლიტიკური აქტის განხორციელება მიზანშეწონილად უმრავლესობის მხრიდან. აბსურდთან დაკავშირებით კომისიის შექმნა არ ჩაითვალა მიზანშეწონილად.
ერთი მსჯელობა, ალბათ, კიდევ შედგება. ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა მანამდე, სამშაბათამდე, თუმცა რასაც ვუყურებ, ალბათ, რაღაც 10%-იანი შანსი არის, რომ ასეთ კომისიას მხარი დაუჭიროს უმრავლესობამ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.