logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ახლა ვხვდები, რამდენად ბედნიერი ვიყავი მაშინ...
- +

5 აგვისტო. 2016. 03:04



საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის ბავშვობას იხსენებს და აცხადებს, რომ ყველაზე ბედნიერი მოგონებები სწორედ მის ბავშვობას უკავშირდება, რადგან სოფელში, სადაც ივანიშვილი გაიზარდა, სოციალური მდგომარეობა მეორეხარისხოვანი იყო.


ასეთია ბიძინა ივანიშვილის ბავშვობა...


„სხვათა შორის ჩემს სოფელში მდიდარი და ღარიბი, ყველანი ერთნაირად ვცხოვრობდით. იმის განცდა, რომ ჩემი სოფელი იყო ღარიბი, რაც მე გვიან გავიგე და ამას მაშინ მივხვდი, როდესაც გავიზარდე, თბილისში ჩამოვედი, არ მქონია. მსგავსი განცდა არც ჩემს მეგობრებს ჰქონიათ, რამდენადაც ჩვენ ყველანი ერთნაირები ვიყავით და ახლა ვხვდები რამდენად ბედნიერი ვიყავი მაშინ, რომ არ იყო ეს სხვაობა და ამას ვერ ვგრძნობდით.

 

ასეთი განცდა არ ჰქონიათ სხვებსაც, აბსოლუტური თავისუფლება მქონდა, დედა მყავდა გვერდით და საერთოდ, ბავშვი ყოველთვის ძლიერია, როდესაც დედა ახლოს ჰყავს."- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner