გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს, ლინდსი ჰოილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
„გუშინ დილით საქართველოს პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს შევხვდი. წელს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი აღინიშნება“, - დაწერა ლინდსი ჰოილმა Twitter-ზე.
9 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს, ლინდსი ჰოილს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე მეგობრობას, სტრატეგიულ პარტნიორობასა და აქტიურ ორმხრივ დიალოგს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობა საპარლამენტო, ეკონომიკის და სხვა მიმართულებებით.