სააკაშვილი ცდილობს ჭაობში, რომელშიც თავად არის, მისი გუნდის ყველა წევრი ჩაითრიოს და თუ ამის წინააღმდეგ ვინმე ხმას აღიმაღლებს, ხდება მისი გარიყვა. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებზე მე ვერ ვწუხვარ და არ მცალია რომ ვიდარდო, მაგრამ რეალურად ის არის ფეხზე მობმული ტვირთი ოპოზიციისთვის, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თეატრზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილია ყველაზე დიდი პრობლემა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციისთვის.
„ჩვენ შარშან დავაფუძნეთ ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფორმანსის ფესტივალი. პირველი შარშან ჩატარდა და წელს ამ ფესტივალს კვლავ გავმართავთ. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია საპატიმროში მუშაობა და მას [სააკაშვილი] შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ ფესტივალში, რადგან ეს არის ის, რაც უნიჭოდ, მაგრამ მეტნაკლებად გამოსდის. ყოველ შემთხვევაში ეს არის დარგი, რომელშიც ის დღეს მოღვაწეობს ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ არც მაინც და მაინც ხუმრობით. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ალბათ, ძნელია დაიჯეროთ, მაგრამ იმდენი საქმე გვაქვს, რომ მე მართლა ყოველდღე ამ სასამართლო პროცესს ვერ ვუსმენ. რასაც ვხედავ და რის საქმის კურსშიც ვარ, მგონია, რომ ის არის რეალურად ყველაზე დიდი პრობლემა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის, იმიტომ, რომ ამ ადამიანს არ ესმის ის ელემენტარული რეალობა, რაც ქვეყანაშია. სააკაშვილი ცდილობს ჭაობში, რომელშიც თავად არის, მისი გუნდის ყველა წევრი ჩაითრის და თუ ამის წინააღმდეგ ვინმე ხმას აღიმაღლებს, ხდება მისი გარიყვა. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებზე მე ვერ ვწუხვარ და არ მცალია რომ ვიდარდო, მაგრამ რეალურად ის არის ფეხზე მობმული ტვირთი ოპოზიციისთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.