logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: „ლელო“ არ ვიცი სად მიდის, რადგან ლელოს რომ ვერ დებენ, უკვე ჩანს, რაც შეეხება გახარიას, მას კარგი არაფერი დაემართა
- +

11 თებერვალი. 2022. 01:16

 

 

„ლელო“ არ ვიცი სად მიდის, იმიტომ რომ ლელოს რომ ვერ დებენ, ეს ჩანს უკვე - არასერიოზული ძალაა, რომელიც ოპოზიციურ ძალად ვერ ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერმა ასევე პარტია „საქართველოსთვის“ მოღვაწეობაც შეაფასა.

„რაც შეეხება გახარიას პოლიტიკურ ძალას, ეს სევდიანი ისტორიაა, იმიტომ რომ კაცი, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა, საპარლამენტო ტრიბუნიდან ყველა იმედსა და დაპირებას იძლეოდა იმისა, რომ „ნაცებო, დაგასრულებთ“, რეალურად მისი პოლიტიკური ძალა გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფი, რომელიც სენაკში უკვე არალეგიტიმურ გადაწყვეტილებებსაც აღარ ერიდება და კვორუმის დათვლისას პრობლემებს აწყდება და ვერ ხვდება, რომ თუ 17 არის საჭირო, 16 არ უნდა იყოს. ეს, რა თქმა უნდა დასანანია. გახარიას კარგი არაფერი დაემართა“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner