ვითომ ოპოზიციონერმა გახარიამ დაამტკიცა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია , - ამის შესახებ სენაკის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ინგა ქარდავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მან [გიორგი გახარია] „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყალი დაასხა. მან ჩვენი ხმები წაიღო. მოატყუა ის ახალგაზრდები, ვინც ახლა იქ დგანან. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კრიზისი შეექმნა, მაგრამ მას ეს კრიზისი სენაკში არ გამოუვიდა. ჩვენ ვიცოდით რასაც გეგმავდა ეს მხარე და არ მივეცით იმის საშუალება და ნამდვილად არ ჩავუგდეთ სენაკი ამ ხროვას ხელში. მე, სენაკის მოსახლეობას პირობას ვაძლევ და დავანახებ მათ ამომრჩეველს, თუ ვის მისცეს ხმა“, - განაცხადა ინგა ქარდავამ.
სენაკში 33-წევრიან საკრებულოში სხდომა ოპოზიციამ 16 დეპუტატით გახსნა.