საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბავშვობის მოგონებები:
„სამი წლიდან უკვე შრომას ვეწეოდი. 4 წლიდან ბატებს ვმწყემსავდი, ასეთ რაღაცეებს ვაკეთებდი, ოჯახური დატვირთვა მქონდა.
ძირითადი, რაც იყო ყველაზე კარგი და რაც მომცა ჩემმა ოჯახმაც და სოფელმაც, იყო ის, რომ შრომა იყო ბუნებრივი პროცესი.
მოვიდოდი, გაკვეთილებს გავაკეთებდი სასწრაფოდ და შემდეგ სათამაშოდ გავდიოდი ან ოჯახს ვეხმარებოდი.
სხვათა შორის, ბავშვობაში სათამაშოებს ჩვენით თუ გავაკეთებდით რამეს, თორემ ვინმეს მაღაზიიდან სათამაშო მოეტანა და ეგეთი რაღაცეები, არც ერთი შემთხვევა არ მახსოვს. ჩვენით ვაკეთებდით ურიკებს..."- იხსენებს ივანიშვილი.