წელს, გაისად, როცა უნდა დატოვონ პარლამენტი, ვერავითარ პრობლემას ვეღარ შექმნიან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სხვადასხვა ფაქტორის გამო, ვინც უნდა მოინდომოს პარლამენტის დატოვება, ამით ისინი ვერაფერს მიაღწევენ, პირიქით, საკუთარ თავს ჩამოშლიან.
„შარშან მოახერხეს ამის გაკეთება, ხელოვნური იყო, მაგრამ კრიზისად შეფასდა ვიღაცების მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ ვთქვით, რომ ხელოვნურია, მაგრამ კრიზისია. დღეს პარლამენტი რამდენმაც უნდა დატოვოს, პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი ვეღარ იქნება. ჩვენ თავის დროზე გავაკეთეთ მკაფიო განცხადება, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან ჩვენი ქვეყანა აღარასოდეს აღარ გავა და ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში „ქართული ოცნება“ აღარასდროს აღარ შევა. სხვადასხვა ფაქტორის გამო, ვინც უნდა მოინდომოს პარლამენტის დატოვება, ამით ისინი ვერაფერს მიაღწევენ, პირიქით, საკუთარ თავს ჩამოშლიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.