logo_geo
eng_logo
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ლონდონში გეოსტრატეგიული საბჭოს მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
- +

11 თებერვალი. 2022. 10:12

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტს აგრძელებს. დეპუტატებმა გეოსტრატეგიული საბჭოს მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც რეგიონში შექმნილ ვითარებასა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

 

„შეხვედრაზე ვესაუბრეთ ბრიტანელ ექსპერტებს თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში, როგორც აკადემიური წრეებიდან, ისე ანალიტიკური ორგანიზაციებიდან. საუბარი იყო უკრაინაზე, რეგიონში შექმნილ ვითარებაზე და შავი ზღვის აკვატორიაში წარმოქმნილ რისკებზე და პერსპექტივებზე.  განვიხილეთ, რა შეიძლება იყოს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივა როგორც საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. ამ რეკომენდაციებს  გავაცნობთ საქართველოს მთავრობას და მივიღებთ მხედველობაში მომავალი საქმიანობის დაგეგმვისას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner