logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: იუსტიციის სამინისტროს სისტემის რეგიონული წარმომადგენლობების გამართულ ფუნქციონირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
- +

11 თებერვალი. 2022. 10:22

 

„იუსტიციის სამინისტროს სისტემის რეგიონული წარმომადგენლობების გამართულ ფუნქციონირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს სისტემის იმერეთის სამსახურების თანამშრომლებთან შეხვედრისას.

 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ბრეგაძე წყალტუბოსა და ქუთაისის იუსტიციის სახლების მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო. პრობაციის ეროვნული ბიუროს ინოვაციური პროდუქტი - „პრობბოქსი“, რომელიც ქუთაისის იუსტიციის სახლშიც უკვე ოფიციალურად ამოქმედდა, მინისტრმა იმერეთის გუბერნატორსა და ქუთაისის მერს გააცნო.

 

მან ასევე მოინახულა გეგუთის პენიტენციური დაწესებულება და ქუთაისის პრობაციის ახლადგარემონტებული ბიურო და დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები.

 

სამინისტროს ხელმძღვანელობა, ასევე, ნოტარიუსთა პალატისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ქუთაისის წარმომადგენლებსა და ქუთაისის არქივის თანამშრომლებს შეხვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner