„იუსტიციის სამინისტროს სისტემის რეგიონული წარმომადგენლობების გამართულ ფუნქციონირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს სისტემის იმერეთის სამსახურების თანამშრომლებთან შეხვედრისას.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ბრეგაძე წყალტუბოსა და ქუთაისის იუსტიციის სახლების მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო. პრობაციის ეროვნული ბიუროს ინოვაციური პროდუქტი - „პრობბოქსი“, რომელიც ქუთაისის იუსტიციის სახლშიც უკვე ოფიციალურად ამოქმედდა, მინისტრმა იმერეთის გუბერნატორსა და ქუთაისის მერს გააცნო.
მან ასევე მოინახულა გეგუთის პენიტენციური დაწესებულება და ქუთაისის პრობაციის ახლადგარემონტებული ბიურო და დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები.
სამინისტროს ხელმძღვანელობა, ასევე, ნოტარიუსთა პალატისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ქუთაისის წარმომადგენლებსა და ქუთაისის არქივის თანამშრომლებს შეხვდა.