logo_geo
eng_logo
გიორგი შენგელაია: სახელმწიფო თანხა იხარჯება ნანა ჯანელიძის ინტერესებისთვის!
- +

7 მარტი. 2016. 18:48


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს კინოცენტრში არსებულ ვითარებაზე კინოხელოვნების სფეროს წარმომადგენლები წერილს უგზავნიან. მათი მოთხოვნა კინოცენტრის დირექტორის კონკურსის წესით დანიშვნაა. წერილს 135 ხელმომწერი ჰყავს კინოხელოვნების სფეროდან. ამ თემაზე „რეპორტიორს"  კინორეჟისორი გიორგი შენგელაია ესაუბრა. მისი თქმით, კინოცენტრში საქმე ისე არ კეთდება, როგორც უნდა კეთდებოდეს.

 

„კონკურსის წესით ახალი დირექტორის არჩევა იმიტომ გვინდა, რომ კინოცენტრში საქმე ისე არ კეთდება, როგორც უნდა კეთდებოდეს. სახელმწიფო თანხა იხარჯება ნანა ჯანელიძის ინტერესებისთვის. ძალიან ბევრი თანხაა დახარჯული დირექტორის და თანამშრომლების მოგზაურობაზე, ამ თანხებით შეიძლებოდა ფილმების გადაღება.

 

თუმცა, ნანა ჯანელიძეს ოფიციალურად აქვს უფლება და შეუძლია, თავიდან წარადგინოს თავისი კანდიდატურა.

 

ძალიან ბევრ რეჟისორს, რომლებიც თეატრალურ ინსტიტუტს ამთავრებენ, არ აქვთ საშუალება, წარადგინონ კანდიდატურა, რადგან აქ ტრიალებს გარკვეული წრე, ამიტომ ვითხოვთ კონკურსის ჩატარებას", - აცხადებს შენგელაია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner