logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: პირველად ქარხანაში დამლაგებლად მოვეწყვე, მძიმე სამუშაო იყო...
- +

5 აგვისტო. 2016. 03:53



საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილი მის ყველაზე მძიმე სამუშაოს იხსენებს.



„მაშინ ქარხანაში დამლაგებლად მოვეწყვე. ყველაზე დაბალ კვალიფიციური რაც იყო შრომა,  პირველი ხელფასი ავიღე 70 მანეთი, ეს იყო ძალიან დაბალი ხელფასი მაშინ და ამიტომ ვერავის ვერ ვამაგრებდი მე.


მძიმე სამუშაო იყო, ეს იყო სახარატო საამქრო, სადაც უნდა დამელაგებინა მე, რკინას როდესაც ჩარხავენ და იქიდან რომ ნაწილაკები ცვივა, ძალიან ძნელი მოსაგროვებელი იყო და ძალიან მძიმე.

 

პარალელურად დავიწყე სწავლა, ძალიან სწრაფად. ჩარხი ავითვისე და რეალურად ვიგრძენი ფული, როდესაც 3-4 თვის შემდეგ მოვახერხე საოცრება, ძალიან რთული პროესია ვისწავლე ისე, რომ არავინ დამხმარებია. თავისუფალ დროს ვიჯექი ჩარხზე და ვუყურებდი, უეცრად გავსინჯე და ყველაფერი გამომივიდა.

 

როდესაც 200 მანეთი ავიღე, ეს იყო ჩემთვის ძალიან სერიოზული ხელფასი. შემდგომ 300 მანეთამდე ავედი, ეს უკვე კარგი ხელფასი იყო."- იხსენებს ბიძინა ივანიშვილი. 



 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner