„არის ძალიან დიდი პროგრესი ასოცირების შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით, რასაც ევროკავშირის მხარე თავადაც აღნიშნავს“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
„იმისთვის, რომ უფრო მეტად ამბიციურები ვიყოთ და იმ მიზანს მივაღწიოთ რაც გვინდა, რა თქმა უნდა არის დღის წესრიგი რეფორმების, რომელიც შემდგომში უნდა განვახორციელოთ და ბუნებრივია ჩვენ ამ პროცესში გვაქვს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი. კიდევ ერთხელ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაზე, ასევე, მიმდინარე მოლაპარაკებებზე რაც გვაქვს ფორმატები და ჩვენს ხედვებზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
დიდ ბრიტანეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება.