logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართა
- +

11 თებერვალი. 2022. 11:18

 

ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა შედგა. მსჯელობა 4 საათი გაგრძელდა და ევროპელმა პარლამენტარებმა მათ ქართველ კოლეგებთან ერთად ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესი, საქართველოში გატარებული, დაგეგმილი ნაბიჯები და რეფორმების მიმართულებით არსებული გეგმები განიხილეს. ქართული მხარე აცხადებს, რომ ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს გააკეთებს, მანამდე ყველა საჭირო ნაბიჯის გადასადგმელად მზადაა და ამ პროცესში ასოცირებულ ქვეყანას ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. სხდომაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოკუპაციის უმძიმეს შედეგებზე, სამშვიდობო პოლიტიკაზე და ევროკავშირის როლის გაძლიერებაზე. ევროპარლამენტი რუსეთს აგრესიული ქმედებების შეწყვეტისკენ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ და საქართველოდან საოკუპაციო ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. ასოცირების კომიტეტი ზედამხედველობას უწევს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner