logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: უფულო კაცი იწყებს მარტივით- ვაჭრობით... მეც დავიწყე ვაჭრობით...
- +

5 აგვისტო. 2016. 03:53



„პირველი ბიზნესი კლასიკურად მოხდა ჩემს შემთხვევაში. უფულო კაცი იწყებს მარტივით- ვაჭრობით, სადაც არ სჭირდება დიდი კაპიტალის დაბანდება და მეც დავიწყე ვაჭრობით."- საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მის ახალგაზრდობას იხსენებს და კარიერის დასაწყისში, მისი ძალისხმევით, სრულიად უცხო ქვეყანაში მოგროვილ პირველ ფულზე საუბრობს.

 

„რუსეთში კომპიუტერიზაცია იწყებოდა, კომპიუტერების დიდი მოთხოვნილება იყო, ამ პროცესებს მე ველოდებოდი, ვაკვირდებოდი, მაშინ ეკონომიკაც კარგად ვიცოდი. ვიცოდი, რომ საბჭოთა კავშირი უარს ვერ იტყოდა კომპიუტერებზე.  შემდგომ კომპიუტერებიდან გადავედით ტელეფონებზე და „ბალალაიკებს" ვეძახდით, ორ კასეტიან მაგნიტოფონებს, რომელსაც ვყიდულობდით ჩინეთში.

 

დავაგროვეთ 100 000 დოლარი, ეს იყო კატასტროფულად დიდი ფული. მე შემეძლო სისტემების შექმნა და მართვა, ეს ნელ-ნელა გავაცნობიერე."- აღნიშნავს ივანიშვილი. 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner