logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: რაც უფრო ხშირად დაინახავს ჩვენი საზოგადოება ამ ხალხის ქცევას, მათ დამოკიდებულებას და აზრებს, კიდევ უფრო დაბლა წავა მათი რეიტინგი
- +

11 თებერვალი. 2022. 11:51

 

საქართველოს პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვას მომდევნო კვირიდან იწყებს. ინიციატივა ნაცმოძრაობას ეკუთვნის და მიზანი მხოლოდ ერთია - დაამტკიცონ პატიმარი ლიდერის მათივე თქმით, წამება და უფლებების დარღვევა. შეძლებს თუ არა სააკაშვილის პარტია კომისიის შესაქმნელად საჭირო ხმების მობილიზებას ამას უახლოეს მომავალში გავარკვევთ. მანამდე კი გეტყვით, რომ რეგლამენტის მიხედვით კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამ პროცესს ემიჯნება, ნაწილი კი მხარდაჭერას აპირებს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ კომისიის შექმნის აუცილებლობა არ არსებობს.

 

„მათ მიერ ამ საკითხის დაყენება განპირობებულია იმით, რომ რაიმე ფორმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აქტუალური ამყოფონ საზოგადოების წინაშე და რაღაც შოუ დადგან, რაღაცის ინსცენირება მოაწყონ. მათი მიზანი არის არა შინაარსის დადგენა, არამედ უბრალოდ ცდილობენ, რომ კამერების წინ მათი პოზირება რაც შეიძლება ხშირი იყოს. ეს ერთი მხრივ, შეიძლება ცუდიც არ იყოს. რაც უფრო ხშირად დაინახავს ჩვენი საზოგადოება ამ ხალხის ქცევას, მათ დამოკიდებულებას და აზრებს, კიდევ უფრო დაბლა წავა მათი რეიტინგი“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner