logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია სად არის დღეს თავისი 5 ევროპარლამენტარი ლობისტით, ძალიან კარგად ხედავთ
- +

11 თებერვალი. 2022. 11:55

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მუშაობენ კონკრეტულ ევროპარლამენტარებთან, მათთან აქვთ მუშაობის ძალიან საეჭვო გამოცდილება. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიდან. ხუთი კაცის მიწებება შენთან ეს არ არის ის, რაც გვშველის პოლიტიკურ ასპარეზზე“, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

 

რაც შეეხება შეკითხვას, რატომ ვერ შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის თითქმის 10 წლის განმავლობაში თავადაც შეეძინა მეგობრები საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელწერა არა კონკრეტულ ევროპარლამენტარებთან, არამედ ოფიციალურ სტრუქტურებთან მუშაობაა.

 

„ისინი მუშაობენ კონკრეტულ ევროპარლამენტარებთან, მათთან აქვთ მუშაობის ძალიან საეჭვო გამოცდილება. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიდან. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა. ჩვენ იმ ხელწერით არასდროს ვიმუშავებთ, რა ხელწერითაც მუშაობდა და მუშაობს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. ჩვენთვის მისაღები ხელწერაა სახელმწიფო სტრუქტურებთან მუშაობა, შესაბამის საერთაშორისო თუ ეროვნულ სახელმწიფო სტრუქტურებთან მუშაობა და სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ 9 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ არის მყარად ხელისუფლებაში. ერთი ეს არის იმის დამსახურება, რომ ჩვენ მართლები ვართ და მეორე ის, რომ ჩვენ გვაქვს მყარი მხარდაჭერა. ეს არის მოცემულობა და ოპოზიცია სად არის დღეს თავისი 5 ევროპარლამენტარი ლობისტით, რომელთანაც საეჭვო კავშირები აქვთ ჯერ კიდევ 2012 წლამდე პერიოდიდან მოყოლებული, ძალიან კარგად ხედავთ. ხუთი კაცის მიწებება შენთან, ეს არ არის ის, რაც გშველის პოლიტიკურ ასპარეზზე. პოლიტიკურ ასპარეზზე გჭირდება სიმართლე და გჭირდება ოფიციალურ სტრუქტურებთან მუშაობა. მათ მხარეს არის სიცრუე და რამდენიმე პოლიტიკოსი, რომლებთანაც რაღაც ფორმებით მუშაობენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კითხვაზე, ხომ არ უკარგავს ნდობას დასავლელი პარტნიორების თვალში „ქართულ ოცნებას“ ის ფაქტი, რომ 19 აპრილის ხელშეკრულების ანულირება მოხდა, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ „ეს ასე იქნებოდა, ანულირებას რომ არ ჰქონოდა კონკრეტული საფუძველი და ანულირებას რომ ჰქონდა კონკრეტული საფუძველი ამიტომაა, რომ ხმას ვერავინ ვერ იღებს ამასთან დაკავშირებით“.

 

მისივე თქმით, მმართველ პარტიას პასუხისმგებლობას ვერავინ დააკისრებს, რადგან „ქართული ოცნება“ მორალურად მართალია.

 

„ჩვენ კი არ გამოვედით ხელშეკრულებიდან, ჩვენ გამოვაცხადეთ ის ხელშეკრულება ანულირებულად, რომელსაც არ აწერდა ხელს მეორე მხარე. პოლარიზაციაზე როცა არის საუბარი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არის ორი მხარე, აქეთ არის „ქართული ოცნება“, იქით არის „ნაციონალური მოძრაობა“, დანარჩენი ყველაფერი არის სამწუხაროდ, ამ ორპოლუსიანი სისტემის რაღაც დამატებითი ელემენტი. არ აძლევს ეს მოცემულობა სხვა ოპოზიციურ პარტიებს განვითარების საშუალებას, მაგრამ როცა საუბარია პოლარიზაციაზე, მას ჰყავს ორი მხარე. 19 აპრილის შეთანხმების მიზანი იყო პოლარიზაციის შემცირება. წარმოიდგინეთ, რომ ამ მიზნით შექმნილ დოკუმენტს ხელს აწერდა ერთი მხარე და ხელს არ აწერდა მეორე მხარე და ჩვენ შესაბამისად ანულირება კი არ გავუკეთეთ ამ ხელშეკრულებას, ჩვენ გამოვაცხადეთ ფაქტი. ფაქტი იყო ანულირებული მდგომარეობა ამ დოკუმენტის. როცა ორი მხარეა და ერთი ხელს არ აწერს, ის გარიგება გარიგება არ არის. ვხედავთ, რომ ვერავინ აკისრებს ვერავითარ მორალურ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ მორალურად ჩვენ ვართ მართლები. როცა არის ორი მხარე და ერთი ხელს არ აწერს, პოლიტიკაში როგორ შეიძლება, ეს იქნებოდა უღირსი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ და ჩვენი ამომრჩევლის მიმართ. წარმოიდგინეთ, რომ მილიონ ამომრჩეველს ეუბნები, რომ ღირსება არა გაქვს, მეორე მხარე ხელს არ გიწერს შეთანხმებაზე და შენ მაინც ასრულებ ამ შეთანხმებას. ეგეთ უღირსობას ჩვენი ამომრჩეველი არ გვაპატიებდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner