logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

11 თებერვალი. 2022. 11:57

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტს აგრძელებს. ვიზიტის ფარგლებში, დეპუტატები საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ.

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო.

 

„საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას ორგანიზებით, შეხვედრა ბრიტანეთში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაიმართა. შევხვდით ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, სლოვენიის, სლოვაკეთის, უკრაინის, ლიეტუვისა და ლატვიის ელჩებს, რომელთაც დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. საუბარი, ძირითადად, უსაფრთხოების საკითხებსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო. მათ გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. საინტერესო აზრთა გაცვლა გვქონდა უკრაინის ელჩთან“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner