logo_geo
eng_logo
ოთარ ჩოკოშვილი: ვაქცინაციასთან ერთად, შემთხვევების მომატებული რაოდენობა საბოლოო ჯამში დაგვეხმარება, რომ დროულად გამოვიმუშაოთ ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტი
- +

11 თებერვალი. 2022. 12:00

 

ქვეყანა მეექვსე პანდემიური ტალღის პიკშია. შემთხვევათა რაოდენობა კვლავ მაღალია და ყოველდღიურად დადებითობის მაჩვენებელი 30%-ს აჭარბებს. მედიკოსების ვარაუდით, თებერვლის მეორე ნახევრიდან ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა კლებას დაიწყებს. თუმცა მათივე თქმით, მოსახლეობა არ უნდა მოდუნდეს, რათა ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა არ გაიზარდოს.

 

„მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. ქვეყანა იმყოფება დაავადების პიკის პერიოდში. უნდა ვივარაუდოთ, რომ რაც შემთხვევები გვაქვს დღიურად, საშუალოდ იმაზე 2-ჯერ, 3-ჯერ მეტი შემთხვევაც კი ფიქსირდება ქვეყანაში. როდესაც პიკს გადავალთ, შემთხვევები კლებას დაიწყებს, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უსაფრთხო გარემო ნაკლებად გვექნება და რისკი მომატებული იქნება. ვაქცინაციასთან ერთად, ეს მომატებული შემთხვევების რაოდენობა საბოლოო ჯამში დაგვეხმარება, რომ დროულად გამოვიმუშაოთ ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტი“, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner