logo_geo
eng_logo
ვენდი შერმანი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის არა მხოლოდ ეკონომიკური შედეგებს, არამედ გვამებით სავსე ტომრებსაც მიიღებს
- +

11 თებერვალი. 2022. 12:39

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის არა მხოლოდ ეკონომიკური შედეგებს, არამედ გვამებით სავსე ტომრებსაც მიიღებს.

 

ვენდი შერმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგები დადგება, თუ ვლადიმერ პუტინი მოქმედებისკენ გადავა.

 

„ეს არა მხოლოდ გამოიწვევს შედეგებს, არამედ ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ გვამებით სავსე ტომრებიც დაბრუნდება მოსკოვში, რომ რუსეთის მოქალაქეები დაზარალდებიან, რადგან მათი ეკონომიკა მთლიანად განადგურდება. ასე რომ, ეს მისთვის ძალიან სერიოზული არჩევანია და მიუხედავად ყველაფრისა, რაც ახლა ხდება, ვიმედოვნებთ, რომ ის სწორ არჩევანს გააკეთებს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

 

ვენდი შერმანმა ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსში რუსეთის სამხედრო წვრთნები ესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner