logo_geo
eng_logo
ბათუმში გარეგანათების სისტემის სრული განახლება იწყება
- +

11 თებერვალი. 2022. 13:56

 

ბათუმის გარეგანათების სისტემის  ენერგოეფექტური, LED სანათებით განახლების სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.

 

პროექტი გულისხმობს 14 555 ერთეული სანათის შეცვლას და შემდგომ მოვლა-ექსპლუატაციას 2027 წლამდე, რისთვისაც გათვალისწინებულია 28 963 288 ლარი. საგარანტიო პერიოდი 10 წლის ვადით განისაზღვრება.

 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები. სატენდერო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გარეგანათების სისტემის სრული განახლება ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner