ბათუმის გარეგანათების სისტემის ენერგოეფექტური, LED სანათებით განახლების სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.
პროექტი გულისხმობს 14 555 ერთეული სანათის შეცვლას და შემდგომ მოვლა-ექსპლუატაციას 2027 წლამდე, რისთვისაც გათვალისწინებულია 28 963 288 ლარი. საგარანტიო პერიოდი 10 წლის ვადით განისაზღვრება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები. სატენდერო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გარეგანათების სისტემის სრული განახლება ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.