„ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს ვაჭრობის 24% ევროკავშირზე მოდის და საკმაოდ აქტიურად ვითარდება ჩვენ შორის ეკონომიკური ურთიერთობები“, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს მაქსიმალურად ასრულებს.
„შესაძლებლობები ნამდვილად ძალიან დიდია. საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს მაქსიმალურად ასრულებს, მაგრამ ეს უნდა იყოს კიდეც უფრო შესაძლებლობა ვაჭრობის განვითარებისთვის. ერთიანი სავაჭრო სივრცე შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის და ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს საქართველოს წვდომა ევროპის ერთიან ბაზარზე. ეს ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში. დღეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის წვდომა ევროპულ ბაზარზე უფრო მეტად არის გამოწვევა. ერთიან ბაზარზე გასვლა აუცილებლად მოჰყვება ყველა იმ განვითარებას, რომელიც ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.