კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2022 წელს მოქალაქეების სოციალური დახმარებისთვის გამოყოფილია 1 050 000 ლარი, რომელიც 2021 წლის 17 დეკემბერს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა.
2021 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოქალაქეების სოციალური დახმარებისათვის განსაზღვრული იყო 995 000 ლარი, მაგრამ საჭიროებიდან გამომდინარე თანხა გაიზარდა და დახმარება გაეწია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 2583 მოქალაქეს და 361 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს.
ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით ყოველწლიურად იზრდება სოციალური პროგრამის მუხლების რაოდენობა და შესაბამისად დაფინანსება. 2022 წელს პროგრამის 33 მუხლს დაემატა ახალი 34-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერად დახმარებას.
„კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს. მიმდინარე წლის 10 თებერვლის მდგომარეობით, შემოსულია და დაკმაყოფილებულია 655 მოქალაქის განაცხადი. ქალაქში 80 ბენეფიციარზე ფუნქციონირებს უფასო სასადილო, სადაც კვირაში 6 დღის განმავლობაში ერთჯერად ცხელ სადილს იღებენ“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ.