logo_geo
eng_logo
მედიის ინფორმაციით, NATO-ს შეიარაღებული ძალები რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთშიც განთავსდება
- +

11 თებერვალი. 2022. 15:42

 

NATO აღმოსავლეთ ფლანგზე კონტინგენტს აფართოებს. ალიანსის შეიარაღებული ძალები გაზაფხულიდან რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთშიც განთავსდება. აღნიშნულის შესახებ გერმანული მედია იუწყება.

 

გავრცელებული ცნობით, გადაწყვეტილება ალიანსის ქვეყნებმა უკვე მიიღეს, ფორმალურად კი მას 16 თებერვალს, NATO-ს მინისტერიალზე დაამტკიცებენ.

 

ამასთან, როგორც ალიანსში განმარტავენ, დამატებითი ძალების განთავსება რუსეთის ქმედებებზე რეაგირებაა, რომელსაც უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული.

 

NATO ასევე გეგმავს, გადახედოს ევროპის სხვა ქვეყნებში კონტინგენტის რიცხვს. დღემდე, ალიანსის შეიარაღებული ძალები მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში იყვნენ დისლოცირებული.

 

მედიის ინფორმაციით, NATO აღმოსავლეთ ფლანგზე კონტიგენტს აფართოებს და ალიანსის შეიარაღებული ძალები რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთშიც განთავსდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner