logo_geo
eng_logo
„რუსლან გილაევის სახელი თქვენი სახსენებელი არ არის!“
- +

4 აგვისტო. 2016. 15:05


"არაა ჩვენთვის ჩვეული ქალების ზედმეტ ლაპარაკზე პასუხების გაცემა, მით უმეტეს ისეთ სახელგატეხილ ჭორიკანა ქალთან როგორც თქვენ ხასიათდებით ყველასგან, მტერია თუ მოყვარე, მაგრამ არის თემები, რომელზეც არ შეიძლებაბინძური ხელებითა და მით უმეტეს ჭორიკანა ენით შეხება, სახალხოდ, პრესის ფურცლებზე.

 

თქვენ ან თქვენი სტატიების შემკვეთი თუ ფიქრობს, რომ ჩვენ იმ მძიმე დაუნდობელი წლების სათქმელი და მოსყოლი უშუალო მონაწილეებს არაფერი გვაქვს, ძალიან შემცდარხართ! უბრალოდ, ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და თქვენგან განსხვავებით, ენის ტლიკინსა და მემუარების წერას ჩვენ გულში ვამჯობინებთ ის ტკივილი შევინახოთ, რაც საქართველოსთან ერთად ჩვენმა ხეობამ გადაიტანა.

 

რუსლან გილაევის სახელი თქვენი სახსენებელი არა არის, მით უმეტეს - ვინ გაყიდა და გამოყიდა - თქვენი გასარჩევი. ტვინი ან აზრი რომ გაგაჩნდეთ არ დაწერდით იმას, რაც იკადრეთ.

 

დაღესტნის მთებში საქართველოდან 1 წლის წასულ ადამიანს ვერავინ ვერ „გაყიდდა" საქართველოდან, არ გვაქვს ამხელა ძალა ქართველებსა და ქისტებს, რომ დაღესტნის მთები ვაკონტროლოთ, გინდა სამტროდ და - გინდა სასიკეთოდ, მაგრამ ერთ ინფორმაციას მაინც მოგაწვდით:

 

თუ ვინმე რუსლანისთვის მტერი იყო საქართველოში და რუსების მოკავშირე ეს თქვენი შემკვეთი მაშინდელი იუსტიციის მინისტრი და დღევანდელი ოდესის გუბერნატორი გახლდათ, რომელმაც არა ერთხელ ითანამშრომლა  ფეესბეს წარმომადგენლებთან, გადასცა და სასიკვდილოდ გაიმეტა ჩვენი ბიჭები.

 

გენერლების, კობალაძისა და გილაევის ურთიერთობა თუ ძალიან გაინტერესებთ, ჩეჩნეთში გადასვლის შემდეგ შეგიძლიათ თხოვოთ კობას, რომ გიჩვენოთ რუსლანის მიერ მისთვის გამოგზავნილი საჩუქარი ზედ ამოტვიფრული წარწერით. თუ გაჩვენა! მაგრამ შენი ბინძური ხელებით ნუ შეეხები და ნუ წაბილწავ, რუსლანის ხსოვნას!"

 

ჯარაფ ქავთარაშვილი, ბესარიონ მარგოშვილი, ბექხან ხანგოშვილი, ვახო ალდამოვი


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner