logo_geo
eng_logo
კანონმდებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსობის კანდიდატებს კენჭი უყარეს
- +

11 თებერვალი. 2022. 18:02

 

კანონმდებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსობის კანდიდატებს კენჭი უყარეს.

 

ლელა ჯანაშვილს კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა მხარი, თამარ ალფაიძეს კი ორმა. ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ხმის მიცემამდე, დეპუტატებმა ორივე კანდიდატის მოხსენებას მოუსმინეს და შეკითხვებიც დაუსვეს. პარლამენტი ახალი უწყების ახალ ხელმძღვანელს ხმათა უმრავლესობით უახლოეს დღეებში დაამტკიცებს.

 

„ძალიან საინტერესო კანდიდატები იყვნენ. ძალიან მაღალკონკურენტული - ასე შემიძლია შევაფასო. მათი თეორიული ცოდნა, კვალიფიკაცია - ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური რესურსი იქნება ამ სამსახურის წინსვლისა და განვითარებისთვის“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ კანდიდატების მოსმენის შემდეგ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner