logo_geo
eng_logo
ლელა ჯანაშვილი: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოსთვის
- +

11 თებერვალი. 2022. 18:05

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოსთვის და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის“, - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატმა, ლელა ჯანაშვილმა განაცხადა.

 

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამონაცვლე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური წარმოადგენს გამოწვევას თანამედროვე ბიუროკრატიული საზოგადოებისთვის. ამ სამსახურის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოსთვის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის“, - აცხადებს ჯანაშვილი.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატებს მოუსმინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner