logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: რა კომენტარი უნდა გაკეთდეს გიული ალასანიას ამ ინტერვიუზე?!
- +

11 თებერვალი. 2022. 18:56

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„გიული ალასანიას სიტყვით გამოსვლა 2010 წლის 29 ნოემბერს, ანტალიაში, ევრაზიის დიალოგის პლატფორმის მე-9 საერთაშორისო ფორუმზე (ომიდან 2 წლის შემდეგ).

 

სააგენტო „რეგნუმის“ ცნობით, ალასანიამ დამსწრეებს რუსულ ენაზე მიმართა და რამდენიმე პოლიტიკური განცხადება გააკეთა.

 

ალასანიას განცხადებით, საქართველო ვითარდება, აშენებს სახელმწიფოს დასავლელი სპეციალისტების მიერ შემუშავებული პროგრამით - „შუა საუკუნეებიდან გაქცევა“.

 

ალასანიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შორეული პერსპექტივის საქმეა.

 

ალასანიას თქმით, თბილისს ესაჭიროება მოსკოვთან დიალოგი ქვეყნებს შორის ურთიერთობათა ნორმალიზაციის მიზნით.

 

„მე არ ვიცი, როგორ გავაკეთო ეს. ჩემი შვილის, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყველა მცდელობას, შედეგი არ მოაქვს. რუსეთის ლიდერები უარს ამბობენ მასთან დიალოგზე, თუმცა აქვთ კონტაქტები საქართველოში ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერთან.

 

ჩვენ მეზობლები ვართ და ასეთებად დავრჩებით მომავალშიც. საქართველოდან მიდიან რუსული კულტურის უკანასკნელი წარმომადგენლები, დავიწყებას ეცემა რუსული ენა, ქართველები ხდებიან რუსულენოივანები. მე ეს მაშფოთებს“, - განუცხადა სააგენტო „რეგნუმს“ გიული ალასანიამ.

 

კითხვაზე, რა ნაბიჯებს ელოდება თბილისი მოსკოვისგან, ალასანიამ უპასუხა: „დიალოგი და კიდევ ერთხელ დიალოგი“.

 

საქართველოს რეგიონული პოლიტიკის მოვლენებიდან, ალასანიამ განსაკუთრებით გამოჰყო რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გამშვები პუნქტის „ზედა ლარსის“ გახსნა, რომელიც სომხეთის ბლოკადიდან გახსნას ემსახურება, სავიზო რეჟიმის გაუქმებას ირანთან და თურქეთთან, ახლო აღმოსავლეთში საქართველოს მთავარ პარტნიორთან“.

 

▪️▪️▪️

რა კომენტარი უნდა გაკეთდეს ამ ინტერვიუზე?! ყურადღებით გაიაზრეთ ყველა ფრაზა. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყველაფერი დაშვებულია.

 

ამ ფორუმზე გიული ალასანია წარსდგა საქართველოში პლატფორმა ევრაზიული დიალოგის ფონდის გამგეობის თავმჯდომარის სტატუსით.

 

იტყვიან, დედისთვის შვილს არ დაუვალებია, რუსეთთან დიალოგის ინიციატივებით გამოსულიყო, რუსულ კულტურაზე ესაუბრაო, ქართველების „გაინგლისურებაზე“ შფოთვაც დედის პირადი საქმეაო და ა.შ.

 

დაიჯერებდა ადამიანი, WTO-ში რომ არ შეეშვათ რუსეთი, სავიზო რეჟიმი რომ არ გაეუქმებინათ და ტურისტებს ლარსის გამშვებ პუნქტზე თავად სააკაშვილი არ დახვედროდა, მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს ზუსტად იმავე შინაარსის ინტერვიუები რომ არ მიეცა რუსეთის მედიისთვის და დიალოგისთვის მზადყოფნა არ გამოეთქვა.

 

შეგახსენებთ, 2012 წელს, არჩევნების წინ მინისტრმა „ეხო მოსკვის“ განუცხადა: „პრეზიდენტი სააკაშვილი, საქართველოს ყველა თანამდებობის პირი, მანტრასავით იმეორებენ: რუსეთთან დიალოგი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ თემაზე, წინასწარი პირობების გარეშე. ახლა...“

 

ესეც მინისტრის თვითშემოქმედება იყო? არა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის და პრეზიდენტის დედის ხაზი ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს.

 

როგორ იქცევიან დღეს? დღეს ყველანაირ პროვოკაციებზე მიდიან, სპორტის გაპოლიტიზირებიდან და სპორტსმენების დამუნათებიდან დაწყებული ტურისტების დევნით დამთავრებული.

 

მინისტრი რუსული კულტურის იყო, დედა რუსული კულტურის წარმომადგენლების წასვლის და რუსული ენის დავიწყების გამო შფოთავდა...

 

რუსულ კულტურას სხვებიც სცემენ პატივს, მაგრამ სხვებისთვის არ შეიძლება. სხვებს ჩაქოლავენ. რისი ჩამქოლავები არიან, მაგრამ შეეცდებიან.

 

რუსეთთან დიალოგი ბაიდენისთვის შეიძლება, ზელენსკისთვისაც შეიძლება, მთელი ევროპისთვის შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მათი ლიდერების ოჯახის წევრებისთვისაც შეიძლება, სხვებისთვის აკრძალულია.

 

აი, ასეთი ლოგიკა აქვთ“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner