logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება ჯო ბაიდენის განცხადებაზე: ეს განცხადება სიტუაციის რადიკალურ ცვლილებაზე არ მიუთითებს
- +

11 თებერვალი. 2022. 18:57

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჯო ბაიდენის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინაში მყოფ ამერიკელებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.

 

„ამ განცხადებაში არაფერი ახალი არ არის. ჩვენ ვიცით შეერთებული შტატების პოზიცია. მათ ასეთი განცხადებები უკვე გააკეთეს. საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების ევაკუაციით დაიწყეს. ამიტომ, ეს განცხადება სიტუაციის რადიკალურ ცვლილებაზე არ მიუთითებს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

მანამდე ჯო ბაიდენმა უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.

 

„ამერიკის მოქალაქეებმა უკრაინა ახლავე უნდა დატოვონ. საქმე არ გვაქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება სწრაფად მწყობრიდან გამოვიდეს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა NBC News-თან ინტერვიუში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner