logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ სქემაში, რაშიც გიორგი გახარია „ნაცმოძრაობის“ თანამზრახველი გახდა, არანაირად არ მივიღებთ მონაწილეობას
- +

11 თებერვალი. 2022. 18:59

 

„ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ იმ სქემაში, რაშიც გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ თანამზრახველი გახდა, ჩვენ არანაირად არ მივიღებთ მონაწილეობას“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, გიორგი გახარია ალბათ ცდილობს, რომ ამ აბსოლუტურ ნეგატივს რამენაირად თავი აარიდოს.

 

„ამ პარტიის ხელმძღვანელს ნაკლები აქვს სასაუბრო. გავიხსენოთ, მისი პოლიტიკური იმიჯი რაზეც იგებოდა, მათ შორის დესტრუქციული „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ გაკეთებული განცხადებებზე და გვახსოვს, „ნაციონალების“ მიერ გაკეთებული განცხადებები გიორგი გახარიაზე. დღეს ამ ფონზე მას უჭირს, მითუმეტეს, ასეთი უხეში დარღვევების შემდეგ, რამე პოზიტიური თქვას. ალბათ ცდილობს, რომ ამ აბსოლუტურ ნეგატივს რამენაირად თავი აარიდოს. ეს ალბათ, მისი პიროვნული მდგომარეობაა, მე ასე წარმომიდგენია. ზოგადად, სხვა განცხადებები მათი პარტიის მხრიდან, რომ თურმე „ქართულ ოცნებასაც“ შესთავაზეს თანამშრომლობა. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ იმ სქემაში, რაშიც გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ თანამზრახველი გახდა, ჩვენ არანაირად არ მივიღებთ მონაწილეობას. გამორიცხულია, ჩვენ რომ ჩვენი ამომრჩევლისა და ზოგადად, საზოგადოების ინტერესები ამ არამყარი და გარკვეულწილად ამ წამგებიანი. ქვეყნისთვის დამაზიანებელი კოალიციის თანამონაწილეები გავხდეთ რამეში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ ამ „საქმიანობასა“ და სინამდვილეში კანონდარღვევასთან, რაც მათ კონკრეტულად საკრებულოში ჩაიდინეს, არასდროს არანაირი კავშირი არ გვექნება“, - აღნიშნავს ირაკლი ქადაგიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner