logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: რაც სენაკის საკრებულოში მოხდა, არის წარმოუდგენელი
- +

11 თებერვალი. 2022. 19:00

 

„რაც სენაკის საკრებულოში მოხდა, ეს არის მართლაც წარმოუდგენელი რამ, მივმართავთ სასამართლოს, რომ ეს გადაწყვეტილებები, რაც ამ უკანონო სხდომაზე მიიღეს, უარყოფილი იყოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ზოგადად, წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუციაში მაშინ ხდება განხილვის დაწყება, როდესაც იქ არის შესაბამისი კვორუმი. თუ კვორუმი დარღვეულია, ბუნებრივია არც ერთი გადაწყვეტილება არ არის ლეგიტიმური. ეს ფუძემდებლური პრინციპები არის დარღვეული, გამომდინარე აქედან ჩვენ მივმართავთ სასამართლოსაც, რომ ეს გადაწყვეტილებები, რაც უკანონოდ გამართულ სხდომაზე მიიღეს, იყოს უარყოფილი.

 

ვფიქრობ, თუ ამ კონკრეტულმა საკრებულომ [სენაკი] ასე გააგრძელა საქმიანობა, მაშინ შეიძლება უფრო მწვავე რეაქციაც კი იყოს. უგულებელყოფა იმისა, რომ შენ კვორუმის გარეშე იწყებს საკრებულოს სხდომაზე საკადრო თუ სხვა ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას, არის დაუშვებელი და ძირს უთხრის წარმომადგენლობითი დემოკრატიის საფუძვლებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

სენაკში 33-წევრიან საკრებულოში სხდომა ოპოზიციამ 16 დეპუტატით გახსნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner