logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას არ უნდა პასუხისმგებლობის აღება
- +

11 თებერვალი. 2022. 19:01

 

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხშირ შემთხვევაში ოპოზიციას უბრალოდ არ უნდა პასუხისმგებლობის აღება, გამიჯვნა ერთმანეთისგან იმისა თუ რა არის კარგი და რა ცუდი. მუდმივად დესტრუქციულ რეჟიმში ყოფნა ურჩევნიათ“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

 

„გამიჭირდება იმის თქმა, თუ ვის რა მოტივაცია ჰქონდა, რატომ შეიკავა თავი ოპოზიციამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსობის კანდიდატების კენჭისყრაში მონაწილეობისგან. ვიღაცას შეიძლება უბრალოდ არ ეცალა, ვიღაცამ შეიძლება არ ისურვა პასუხისმგებლობის აღება და მნიშვნელოვანია, რომ ეს ითქვას. ძნელად სათქმელია ჩვენი დღევანდელი ოპოზიციის ნაბიჯები. მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ხშირ შემთხვევაში უბრალოდ არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება, გამიჯვნა ერთმანეთისგან, რა არის კარგია და რა ცუდი. მუდმივად დესტრუქციულ რეჟიმში ყოფნა ურჩევნიათ, რაც სამწუხაროა. ზოგ შემთხვევაში ისინიც ხედავენ, რომ პროცესები სწორად მიმდინარეობს, თანმიმდევრულია, საკრიტიკო და სასაყვედუროც არაფერი აქვთ ხელისუფლების მიმართ, მაგრამ უბრალოდ თვლიან, რომ არ მოუხდებათ, რომ გამოვიდნენ და განაცხადონ, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება მართებულია. მესმის, რომ ოპოზიცია უნდა იყოს კრიტიკულად განწყობილი, მაგრამ ეს არ არის აუცილებლობა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სადაც რეალურად არანაირი საფუძველი და ნიადაგი არ არსებობს კრიტიკისთვის, ასეთ შემთხვევაში კრიტიკა გაუმართლებელია, აზრი არ აქვს და რაღაც თამაშს ემსგავსება“,-აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში მოსმენის დროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსობის კანდიდატმა, ლელა ჯანაშვილმა 7 ხმა, თამარ ალფაიძემ კი 2 ხმა მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner