პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა გორის საქალაქო სასამართლომ და არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გ.ზ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ზ. ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვან დაზარალებულს სხვადასხვა დროს აუპატიურებდა.
გორის საქალაქო სასამართლომ გ.ზ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.