„სიცრუე ნომერი ერთი: „დაზარალებული“ არის არა ვერდიქტი, არამედ მიმოწერასა და საქმისწარმოებაში გამოყენებული ტერმინი და მეტი არაფერი. სიცრუე ნომერი ორი: გვარამიამ საზოგადოებას წარუდგინა დოკუმენტის ნაწილი მისი ოფიციალური სახელწოდების გარეშე - „დადგენილება სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში დაზარალებულის წარმომადგენლის განცხადების დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივად უარის თქმის შესახებ“. თუ რა დაკმაყოფილდა და რაზე ითქვა უარი - გვარამია დუმს. ხოლო დაკმაყოფილდა ამ განცხადების სისხლის სამართლის საქმისწარმოების მიზნით მისი უკრაინის გამოძიებათა სახელმწიფო ბიუროში გადაგზავნა, ხოლო ამ გამოძიების შედეგად, სააკაშვილისთვის „დაზარალებულის სტატუსის“ მინიჭება და მისი კანონიერ ძალაში შესვლა - არ დაკმაყოფილდა“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, გვარამია/სააკაშვილის ტანდემი აგრძელებს თავის ფეიკ-საქმიანობას, საქართველოსთვის სასირცხვილო თავის მოჭრით მაქსიმალური ზიანის მიყენების მიზნით.
„გვარამია/სააკაშვილის ტანდემი აგრძელებს თავის ფეიკ-საქმიანობას, საქართველოსთვის სასირცხვილო თავის მოჭრით მაქსიმალური ზიანის მიყენების მიზნით. ჯერ არ მიეცა დავიწყებას მეგის ქარდავას ფეიკ-ლტოლვილობის თემაზე სტრასბურგის სასამართლოსა და გაეროს კომისარიატის განზრახ შეცდომაში შეყვანის სამარცხვინო და წარუმატებელი მცდელობა, ჯერ კიდევ დაგვცინიან კრემლის ტელემედია სივრცეში - ლუკაშენკოსა და სააკაშვილის „ფარული ლონდონური ვოიაჟების“ გამო, და აი ახალი „ცხელ-ცხელი“ სუპერფეიკი. გვარამიამ მორიგი სიყალბე გამოაცხო უკრაინის პროკურატურის მიერ სააკაშვილის თითქოს და „დაზარალებულად“ ცნობის თაობაზე.
სიცრუე ნომერი ერთი: საქართველოს კანონმდებლობისაგან განსხვავებით, უკრაინის სისხლის სამართლის პროცესუალური კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად - „ტერმინოლოგიურად პირი ითვლება დაზარალებულად მის მიმართ სისხლის სამართლის საქმისწარმოების შესახებ ან მისი, როგორც დაზარალებულის, საქმისწარმოებაში ჩართვის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან“. ჩვენს შემთხვევაში - „დაზარალებული“ არის არა ვერდიქტი, არამედ მიმოწერასა და საქმისწარმოებაში გამოყენებული ტერმინი და მეტი არაფერი.
სიცრუე ნომერი ორი: გვარამიამ საზოგადოებას წარუდგინა დოკუმენტის ნაწილი მისი ოფიციალური სახელწოდების გარეშე - „დადგენილება სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში დაზარალებულის წარმომადგენლის განცხადების დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივად უარის თქმის შესახებ“. თუ რა დაკმაყოფილდა და რაზე ითქვა უარი - გვარამია დუმს. ხოლო დაკმაყოფილდა ამ განცხადების სისხლის სამართლის საქმისწარმოების მიზნით მისი უკრაინის გამოძიებათა სახელმწიფო ბიუროში გადაგზავნა, ხოლო ამ გამოძიების შედეგად, სააკაშვილისთვის „დაზარალებულის სტატუსის“ მინიჭება და მისი კანონიერ ძალაში შესვლა - არ დაკმაყოფილდა.
როგორც ჩანს პოლიტიკური თაღლითობა ის ერთადერთი იარაღია, რომლის წარუმატებელი გამოყენებით გვარამია/სააკაშვილის „ბლეფ-კლუბი“ დღეს ცდილობს მათი პოლიტიკური შიზოფრენიით გამოთაყვანებული ელექტორატის ნაწილობრივ მართვას. ხოლო ამ ელექტორატმა თავად გადაწყვიტოს - იდიოტების "იარლიყის" მორგება რამდენად მომგებიანია მათთვის“, - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.