logo_geo
eng_logo
უკრაინამ რუსეთისგან დეტალური ახსნა-განმარტება მოითხოვა უკრაინის მიმდებარე ტერიტორიებზე
- +

11 თებერვალი. 2022. 21:42

 

უკრაინამ რუსეთისგან დეტალური ახსნა-განმარტება მოითხოვა უკრაინის მიმდებარე ტერიტორიებზე და დროებით ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო საქმიანობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

 

ჩვენ ოფიციალურად ავამოქმედეთ რისკების შემცირების მექანიზმი და რუსეთისგან მოვითხოვეთ დეტალური ახსნა-განმარტება უკრაინის მიმდებარე ტერიტორიებზე და დროებით ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო საქმიანობასთან დაკავშირებით. ვენის დოკუმენტის თანახმად, რუსეთმა უნდა უზრუნველყოს დეტალური ახსნა-განმარტება სამხედრო საქმიანობის მიზნების, ზუსტი ადგილმდებარეობისა და დასრულების თარიღების, აგრეთვე დანიშნულების, დაქვემდებარების, ფორმირებების რაოდენობისა და ჩართული აღჭურვილობის სახეობების შესახებ. რუსეთს პასუხის გასაცემად 48 საათი ეძლევა. პასუხის არარსებობის ან მისი არასაკმარისობის/არარელევანტურობის შემთხვევაში, უკრაინა მიმართავს რუსეთს, ისევე როგორც ვენის დოკუმენტის სხვა მონაწილე სახელმწიფოებს, რათა მოიწვიოს საგანგებო შეხვედრა, სადაც რუსეთს ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწევს“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner