საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, გია ხარჩილავას მიერ მიტაცებული მიწის ნაკვეთის დაკანონების მცდელობა მიუთითებს იმ კრებით სახეზე, რითაც ყოველთვის გამოირჩეოდა „ნაცმოძრაობა“.
„წალენჯიხის მერის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება საკუთარი პარტნიორის, ანუ პირადი ბიზნესის საკეთილდღეოდ არის მიღებული. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ კრებით სახეზე, რითაც ყოველთვის გამოირჩეოდა „ნაცმოძრაობა“. დღემდე ისინი არ იცვლიან ამ „პრინციპებს“, რაც ამ ქვეყნის ძარცვასა და ქონების მიტაცებას ნიშნავს“, - ამბობს რატი იონათამიშვილი.