logo_geo
eng_logo
როგორ ცდილობდა მიტაცებული მიწის ნაკვეთის დაკანონებას წალენჯიხის მერი
- +

11 თებერვალი. 2022. 22:28

 

 

 

წალენჯიხის მერს, გია ხარჩილავას უნებართვოდ მითვისებული მიწის ნაკვეთი აღმოაჩნდა. ახლა ის საჩინოში წლების წინ გაშენებულ ბაღს ოფიციალურად იფორმებდა, თუმცა არ დასცალდა. მიწის ნაკვეთი სოფელ საჩინოში ხარჩილავასი და მისი ბიზნესპარტნიორის არასდროს ყოფილა, თუმცა 5 ჰექტარზე თხილი და სიმინდი გააშენეს და წლებია, ფინანსურ სარგებელს იღებენ. ახლა ორი მეგობრიდან ერთი მერია და, როგორც ჩანს, ხელსაყრელი მომენტიც დადგა.

 

„ქრონიკის“ წყაროს ინფორმაციით, სწორედ ხარჩილავას პარტნიორმა მიმართა ქონების ეროვნულ სააგენტოს ლეგალიზებისთვის, სააგენტომ მერიას ამ საკითხზე მოსაზრება სთხოვა და მერის დასტურის შემდეგ ადგილზე ჩასულ სააგენტოს თანამშრომლებს ტერიტორია გიორგი ხარჩილავას და ლევან მესხიას მიერ მონიშნული, დამუშავებული და მითვისებული დახვდათ.

 

„მე მოვიძიე, რომ ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. ეს დარღვევაა და თუ ეს დადასტურდა, გამოდის, რომ მიწის ნაკვეთი უკანონო სარგებლობაშია“, - აცხადებს საჩინო-ჩქვალერის ადმინისტრაციული თემის მაჟორიტარი დეპუტატი ნანა კეკუა.

 

გიორგი ხარჩილავას ბიზნესინტერესებს სოფელ საჩინოში ადასტურებს საჯარო რეესტრის ოფიციალური დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ის ფლობს დაახლოებით 3 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, თუმცა ამავე დოკუმენტებში არაფერია ნათქვამი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ხარჩილავას და მის ბიზნესპარტნიორს აქვთ მითვისებული და წლებია, ფინანსურ სარგებელს ნახულობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner