logo_geo
eng_logo
CNN: აშშ-ს და მის მოკავშირეებს ახალი სადაზვერვო ინფორმაცია აქვთ
- +

11 თებერვალი. 2022. 23:46

 

აშშ-ს და მის მოკავშირეებს ახალი სადაზვერვო ინფორმაცია აქვთ, რომლის თანახმად, რუსეთი უკრაინას ოლიმპიადის დასრულებამდე შეიძლება დაესხას თავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაურდნობით ავრცელებს.

 

წყაროების ინფორმაციით, რუსეთის დაგეგმარებაში გამოვლენილ სამიზნეებს შორის კიევიცაა.

 

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ევროპაში ახალი შეიარაღებული კონფლიქტის რეალური რისკი არსებობს, რადგან უკრაინაში და მის გარშემო რუსული ძალების გაძლიერება გრძელდება.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან კიდევ უფრო მეტ ძალებს აგროვებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, მათ შორის ზამთრის ოლიმპიადის მსვლელობის პერიოდშიც.

 

ჯო ბაიდენმა უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.

 

„ამერიკის მოქალაქეებმა უკრაინა ახლავე უნდა დატოვონ. საქმე არ გვაქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება სწრაფად მწყობრიდან გამოვიდეს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა NBC News-თან ინტერვიუში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner