logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სულ უფრო ხანმოკლე ხდება „ნაცმოძრაობის" სიყალბე და მანიპულაცია
- +

11 თებერვალი. 2022. 23:04

 

„რაც დრო გადის, სულ უფრო ხანმოკლე ხდება დესტრუქციული „ნაცმოძრაობის" სიყალბე და მანიპულაცია. ნიკა გვარამიამ და სექტის სხვა სპიკერებმა ზარ-ზეიმით განაცხადეს, რომ უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი „დაზარალებულად“ ცნო“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

 

როგორც აბაშიძე განმარტავს, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი დაარეგისტრირეს როგორც დაზარალებული და არც ცნეს დაზარალებულად.

 

,,რაც დრო გადის, სულ უფრო ხანმოკლე ხდება დესტრუქციული „ნაცმოძრაობის“ სიყალბე და მანიპულაცია. ნიკა გვარამიამ და სექტის სხვა სპიკერებმა ზარ-ზეიმით განაცხადეს, რომ უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი „დაზარალებულად“ ცნო. საქმე ეხება, რუსთავიდან გლდანის ციხეში ეტაპირების დროს განვითარებულ მოვლენებს. ამ ეპიზოდში, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესწავლა, უკრაინის პროკურატურისგან ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა მოითხოვა, სამართალწარმოების თაობაზე დადგენილება კი საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

 

უკრაინელი იურისტის ნატალია ბასარაბის განმარტებით, უკრაინის კანონმდებლობით, პირი, რომელიც უწყებას მიმართავს განცხადებით და ითხოვს გამოძიების დაწყებას, მას ავტომატურად ენიჭება დაზარალებულის სტატუსი. ასე მოხდა სააკაშვილის შემთხვევაშიც, რომელსაც არა პროცესუალურად, არამედ ავტომატურად მიენიჭა აღნიშნული სტატუსი. მარტივად - უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი დაარეგისტრირეს როგორც დაზარალებული და არც ცნეს დაზარალებულად. უკრაინის სამართალდამცველთა დოკუმენტს, რომლის სათაური მანიპულატორმა გვარამიამ დამალა, ეწოდება „დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში დაზარალებულის წარმომადგენლის განცხადების დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივად უარის თქმის შესახებ". სააკაშვილისთვის „დაზარალებულის სტატუსის“ მინიჭება და მისი კანონიერ ძალაში შესვლა არ დაკმაყოფილდა.” - წერს ანალიტიკოსი facebook - ზე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner