გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აშშ-ის პრეზიდენტობის "რესპუბლიკელ" კანდიდატს, დონალდ ტრამპს „სიძულვილის მქადაგებელს" უწოდებს.
შტაინმაიერის თქმით, ის სულ უფრო შეშფოთებულია რადგან ხედავს, რომ მთელ მსოფლიოში ვრცელდება „ნაციონალიზმის ურჩხული".
შტაინმაიერის მოსაზრებით, სიძულვილის მქადაგებლებს, მათ შორის დონალდ ტრამპს ერთი რამ აერთიანებთ - „ისინი ადამიანის შიშზე აშენებენ საკუთარ პოლიტიკას".