logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ოპოზიციის ლოგიკით, სავსებით შესაძლებელია ორი ადამიანი შევიდეს სხდომათა დარბაზში და მიიღოს „გადაწყვეტილება“
- +

12 თებერვალი. 2022. 00:41

 

„ოპოზიციის ლოგიკით, სავსებით შესაძლებელია ორი ადამიანი შევიდეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში და მიიღოს „გადაწყვეტილება“, რომ ერთი იყოს თავმჯდომარე, ხოლო მეორე მოადგილე“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა სენაკის საკრებულოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, ოპოზიცია რაც უფრო მეტს საუბრობს ამ საკითხზე, მით უფრო უხერხულ მდგომარეობაში იყენებს თავს საზოგადოების წინაშე და უფრო მეტად ჩანს, რომ მათი რეალური მიზანი თანამდებობების გადანაწილებაა.

 

„მათი ლოგიკით რა გამოდის, რომ სავსებით შესაძლებელია ორი ადამიანი შევიდეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში და მიიღოს „გადაწყვეტილება“ რომ ერთი იყოს თავმჯდომარე, ხოლო მეორე მოადგილე. ჯერ თავად ფაქტი იყო კომიკური, შემდეგ მათი განმარტებები იყო კიდევ უფრო მძიმე და აბსურდული. რაც უფრო მეტს საუბრობენ ამ საკითხზე, მით უფრო უხერხულ მდგომარეობაში იყენებენ თავს საზოგადოების წინაშე და მით უფრო მეტად ჩანს, რომ მათი რეალური მიზანი მხოლოდ და მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებაა“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner