დიდი ბრიტანეთის მთავრობა უკრაინაში მყოფ ბრიტანელ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს.
„დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ახლა ვურჩევთ, უარი თქვან უკრაინაში მოგზაურობაზე. უკრაინაში მყოფმა ბრიტანელმა მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ ქვეყანა კომერციული რეისების საშუალებით“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წლის იანვრიდან უკრაინის საზღვრებზე რუსული ძალების დაგროვებამ სამხედრო მოქმედების საფრთხე გაზარდა.