logo_geo
eng_logo
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ კოვიდინფიცირებულ ორსულებთან კორონავირუსს შეუძლია პლაცენტაში შეღწევა
- +

12 თებერვალი. 2022. 02:53

 

 

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ კოვიდინფიცირებულ ორსულ ქალებში კორონავირუსს შეუძლია პლაცენტაში შეღწევა, ნაადრევი მშობიარობისა და მკვდრადშობადობის გამოწვევა. ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელიც მეცნიერებმა ჟურნალ Archives of Pathology & Laboratory Medicine-ში გამოაქვეყნეს.

 

44-მა პერინატალურმა სპეციალისტმა 12 ქვეყნიდან შეისწავლა 64 მკვდრადშობილისა და 4 გარდაცვლილის ახალშობილის შემთხვევები იმ აუცრელ ქალებში, რომლებმაც ორსულობის დროს კორონავირუსი გადაიტანეს.

 

როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსს შეუძლია, შეაღწიოს პლაცენტაში და გამოიწვიოს პლაცენტიტი - საშიში ანთება, რომელიც ნაყოფის კვების შეწყვეტას იწვევს. შესწავლილ შემთხვევებში, მძიმე პლაცენტარული უკმარისობა დაახლოებით 30-ე კვირაში მკვდრადშობადობას იწვევდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner