logo_geo
eng_logo
უკრაინელი ადვოკატი სააკაშვილზე: პირს, რომელიც თვლის, რომ მის წინააღმდეგ ჩადენილია დანაშაული, უფლება აქვს გამოძიებას დაზარალებულად ცნობის თხოვნით მიმართოს
- +

12 თებერვალი. 2022. 02:49

 

 

 

„პირს, რომელიც თვლის, რომ მის წინააღმდეგ ჩადენილია დანაშაული, აქვს უფლება მიმართოს პროკურორს ან გამომძიებელს განცხადებით, რომ ის ცნონ დაზარალებულად“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენი გრუშოვეციმ განუცხადა.

 

ადვოკატის თქმით, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა მის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.

 

„სააკაშვილის განცხადების შესაბამისად მე მივმართე პროკურორს, მან მოკვლევა ჩაატარა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ სააკაშვილი დაზარალებულად ცნოს. ახლა შემდეგი ეტაპია, სასამართლოსწინა განხილვა, როდესაც პროკურატურამ და გამომძიებლებმა უნდა შეაგროვონ მტკიცებულებები და დაადგინონ, როდის, რა ვითარებაში და ვის მიერ იყო დანაშაული ჩადენილი. ვფიქრობ, ამ განხილვის დროს უნდა მოხდეს უკრაინის პროკურატურის კომუნიკაცია საქართველოს პროკურატურასთან, რადგან სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზეა და საგამოძიებო მოქმედებებიც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა წარიმართოს. მიხეილ სააკაშვილი უკვე დაზარალებულია, ახლა უნდა დადგინდეს, მის მიმართ ვინ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კონკრეტული პირები და ასევე, რა სახის მორალური თუ მატერიალური ზიანი მიადგა დაზარალებულს“, - განაცხადა ადვოკატმა.

 

მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ უკრაინამ მისი უფლებების დარღვევა დაადგინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner