logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა ევროპელ ლიდერებთან და ნატოს გენერალურ მდივანთან უკრაინის საკითხზე ვირტუალური შეხვედრა გამართა
- +

12 თებერვალი. 2022. 02:39

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მონაწილეობა მიიღო ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ შეხვედრაში, რომელიც უკრაინაში და მის ირგვლივ რუსეთის სამხედრო გაძლიერებას ეხებოდა.

 

ვირტუალურ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

 

მონაწილეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ძვირი დაუჯდება და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მზად არიან, რუსეთთან დიალოგი გააგრძელონ. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ევროპაში კონფლიქტის რისკი რეალურია და მიესალმა ნატოს მოკავშირეების მიერ დამატებითი თავდაცვითი ძალების განლაგებას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში.

 

ლიდერები ასევე შეთანხმდნენ რუსეთთან დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner