logo_geo
eng_logo
ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად, „ენგურჰესს“, „ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და „ენგური ატრაქციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- +

12 თებერვალი. 2022. 10:49

 

 

შპს „ენგურჰესს“, სს „ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და შპს „ენგური ატრაქციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულება ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტურისტული პოტენციალის ათვისებასა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ, სს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა და შპს „ენგური ატრაქციის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ანთიძემ. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ესწრებოდა.

 

ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ, საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველა სამართლებრივ, ფინანსურ, ტექნიკურ და მეთოდურ ღონისძიებას ერთობლივად დაგეგმავენ. შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ საზოგადოების ცნობადობის გაზრდისა და მისი პოპულარიზაციის, ასევე ტურისტული ნაკადის მოზიდვის მიმართულებით.

 

ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. მათ შორისაა აღმოჩენათა ცენტრი, გადასახედი ბაქანი, ბეიზ ჯამფინგი, საბაგირო, ზიპლაინი, პანორამული ლიფტი, საკონცერტო სივრცე და სხვ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner